05:42 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 17:35:16, 961 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი - ერთადერთი, რასაც ვისმენთ, არის ბრალდებები, თითქოს საქართველო რამეს აშავებდეს სანქციების აღსრულების პროცესში

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში ოპოზიციონერი დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ჩვენი პარტნიორებისგან შეკითხვები არ მომისმენია თუ  რა აქვს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებელი საქართველოს სანქციებისგან თავის არიდების კუთხით.  ერთადერთი, რასაც  გარკვეული ანგაჟირებული პირებისა და პოლიტიკურად დაინტერესებული პირებისგან ერთი წლის განმავლობაში ვისმენთ, არის ბრალდებები, თითქოს, საქართველო რამეს აშავებდეს სანქციების აღსრულების პროცესში. ეს ხდება ყოველგვარი ფაქტების, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.   არ ვიცი რა სახელი შეიძლება ეწოდოს  იმას, რომ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულო, რომ არღვევს ძალიან მნიშვნელოვან რეგულაციებს და ამავე დროს, ერთი წლის განმავლობაში ერთი ფაქტიც კი ვერ წარმოადგინო ამის დასადასტურებლად",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის საბაჟო სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით.

„მოხსენება პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლამდე, ერთი კვირით ადრე გამოგზავნილი გვქონდა, როგორც ამას ახალი რეგლამენტის ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული შეკითხვა აღარ გამოდგა ვალიდური, ამ მოხსენებასთან მიმართებით. ნამდვილად არ მეზარება  და გავიმეორებ, რომ 1000-ზე  მეტი შემთხვევაა, როდესაც დაფიქსირდა სანქცირებული საქონელის არასწორი ტრანზაქცია და ამ შემთხვევებში გაბრუნებულ იქნა საქონელი. გარდა ამისა, 600-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მომართვიანობა იყო საბაჟო  სამსახურში და მათ გაეცათ პასუხი, რომ ესეთი ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ეს ოპერაცია დაექვემდებარებოდა საქონლის უკან გაბრუნებას. აგრეთვე, მუდმივ რეჟიმში ხდება კომუნიკაცია ეკონომიკურ ოპერატორებთან იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შემთხვევების პრევენცია", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბაჟო სამსახურს უამრავი სამადლობელი წერილი და მადლობის სიტყვები  აქვს მიღებული საერთაშორისო  პარტნიორებისგან.

„არც ერთი ოფიციალური უწყება იმ ინფორმაციას რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენი პარტნიორებისგან არ დასტურებდა. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოს შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ დააბრალოთ ქვეყანას ის რაც რეალურად არ ხდება, ჩემთვის გამოცანად რჩება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics