|
2023-03-23 12:26:54, 786 ნახვა
საზოგადოება
ხაჭაპურიძე „ვივამედის“ განცხადებაზე - სახალხო დამცველს დღესვე მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ კომისია ჩაერთოს
"ვივამედის" განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დღესვე მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ ჩაერთოს კომისია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, "ვივამედი" სიცრუის მანქანაა, "ეს ყველაფერი კი, სპეცოპერაციას ჰგავს". "სპეცოპერაციას ჰგავს ეს ყველაფერი. რა აქვთ დაგეგმილი, როგორ აქვთ დაგეგმილი, მან თქვა, რომ არ გამორიცხავს გადაიყვანონ. ჩვენ ახლა სახალხო დამცველს მივმართავთ დღესვე "ვივამედის" განცხადებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, რომ ჩაერთოს ის კომისია, შევიდეს ნახოს რეალურად რა ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ვივა მედი არის სიცრუის მანქანა, მათგან არასდროს არ გამოსულა სიმართლე, რასაც ეუბნება სუსი-ი, აკეთებს "ვივამედი",- განაცხადა გაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს "ვივამედმა" გაავრცელა განცხადება, რომ სამედიცინო დაწესებულება იძულებულია, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა კლინიკაში პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა შეფასდეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება, აქედან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ის კლინიკაში საპატიმრო დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გასული წლის 1-ელ დეკემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 6 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძის ადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)