06:32 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 11:07:08, 1010 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩათულობითა და დეველოპერული კომპანია სიეიჩ ჯგუფთან თანამშრომლობით, 11 სართულიანი ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, „შენი სახლი ნატახტრის ქუჩაზე“, შენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.

მშენებლობა მოიცავს 1780  კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა პარკინგით, ასევე კომერციული და საოფისე ფართებით. კომპლექსი უზრუნველყოფილია კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურებით და კეთილმოწყობილი ლანდშაფტით. საცხოვრებელი კომპლექსიდან იშლება ულამაზესი ხედები ქალაქსა და ფუნიკულიორზე.

ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კორპუსი 2023 წლის მაისში სრულდება და  ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

„ჩვენი ჯგუფი წარმატებით ოპერირებს სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე. სიეიჩ ჯგუფის მიერ დაპროექტებული სახლის პრესტიჟულობას და უპირატესობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა, საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია თბილისის პრესტიჟულ უბანში, არის კომპაქტური და მის მიმდებარედ განვითარებულია ყველანაირი ინფრასტრქუტურა, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანს ესაჭიროება. მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით, მრავალფუნქციურ კომპლექსს ვაშენებთ, რომელიც  გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ“, - განაცხადა შპს „ სიეიჩ ჯგუფი - CH Group“ დირექტორმა, ვახტანგ მაღლაკელიძემ.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე", - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics