06:01 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 15:26:40, 1593 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

უკრაინის საკრებულოს წარმომადგენლის, ანატოლი კურტევის თქმით, ცნობილია 18 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია.

"ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს "მხოლოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე",- წერს ზელენსკი.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics