|
2023-03-22 11:00:46, 839 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში. შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კარლო კაციტაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკა კვარაცხელიამ გახსნეს. "შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. ღონისძიების მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და მომავალი 9 თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების როლს, ასევე, მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)