|
2023-03-22 09:04:02, 1181 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია
საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია ის სამუშაო, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა. „დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების მცდელობებს და მიზანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის ნატო-ს მთავარი ინსტრუმენტი საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. 2022 წელს მან განაგრძო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თავსებადობის გაუმჯობესება, რაც მხარს უჭერდა ქვეყნის მზადებას ნატო-ში საბოლოო წევრობისთვის. 2022 წელს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ უზრუნველყოფილმა, დაახლოებით, 36 რეზიდენტმა და მოწვეულმა ექსპერტმა მხარი დაუჭირა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, ხოლო საქართველომ წვლილი შეიტანა ნატო-ს რეაგირების ძალებსა და ოპერაციაში „ზღვის მცველი“. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ქართული სამხედრო ნაწილების სწავლებასა და შეფასებას ახორციელებდა. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრმა მარტში წარმატებით უმასპინძლა ნატო-საქართველოს მესამე სწავლებას. თავდაცვის მშენებლობის სკოლამ მიიღო ინსტიტუციური აკრედიტაცია ნატო-ს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვით“,- ვკითხულობთ ანგარიშში. რაც შეეხება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, ამ კონტექსტში ხაზგასმულია Coherent Resilience 22 – საქართველო, რომელსაც ივნისში, ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლეს, 2017 და 2021 წლებში უკრაინაში მსგავსი ღონისძიებების შემდეგ. „ეს სწავლება გამიზნული იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მხარდასაჭერად, შეეფასებინა და გაეძლიერებინა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ ელექტროენერგიისა და გაზის სისტემების მდგრადობა, გაეუმჯობესებინა მზაობა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისთვის. მრავალმა დაინტერესებულმა მხარემ მხარი დაუჭირა და მონაწილეობა მიიღო სწავლებაში, მათ შორის, ევროკომისიის ერთობლივმა კვლევითმა ცენტრმა და შეერთებული შტატების საზღვაო ასპირანტურის სკოლამ“,- წერია დოკუმენტში. ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ, გაზარდონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ, დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ორმხრივ და რეგიონულ პარტნიორობაზე საუბრისას, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო-მ შეიმუშავა კონკრეტული სტრუქტურები უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობისთვის. „ნატო-ს პარტნიორობის ქსელი ვითარდებოდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც არეგულირებს მასშტაბს, ინტენსივობას და ფოკუსს თითოეული პარტნიორის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ამასთან ასახავს ნატო-ს პრიორიტეტებს. ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები ასახავს ნატო-სთან თითოეული პარტნიორის თანამშრომლობის ძირითად ამოცანებსა და მიზნებს. 2022 წელს ნატო-მ დაიწყო ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამების განხორციელება, რომელიც შექმნილია ნატო-ს პარტნიორებთან თანამშრომლობის წარსამართად ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში. ევროატლანტიკურ სივრცეში მოკავშირეები აქტიურად არიან ჩართული 18 პარტნიორ ქვეყანასთან ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. ამ პარტნიორებს შორის ნატო-მ შეიმუშავა კონკრეტული სტრუქტურები უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობისთვის“- აღნიშნულია ანგარიშში.
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)