22:41 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 20:32:37, 1774 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების - ზუნდაგის, ქვედა და ზედა ბზუბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობას პარალელურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრების მიზანია, მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ადგილობრივებმა, პრიორიტეტების მიხედვით, თავად აირჩიონ საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" შეხვედრები 20 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება. პროგრამის  ბიუჯეტი 750 000  ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics