|
2023-03-21 14:42:06, 1085 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - კონკურსი გამოვაცხადე, თუ თადუმაძის ჯგუფელს იპოვით, სახინკლეში გეპატიჟებით-მეთქი - ამ სახინკლეში ერთი კაციც ვერ შემოვიტყუე
საერთაშორისო კონკურსიც გამოვაცხადე, თუ ვინმე თადუმაძის ჯგუფელს იპოვით, ხუთვარსკვლავიან სახინკლეში გეპატიჟებით-მეთქი. ერთი კაციც ვერ შემოვიტყუე ამ სახინკლეში, არ არსებობდა ასეთი კაცი,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გოცირიძე "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, კლანის წევრი მოსამართლეების ხელით, ქვეყანაში მეორე ტელევიზიას ხურავს. "მედიის თავისუფლების დღეს, ცინიკურად, სიმბოლურად თქვენ ხურავთ მეორე ტელევიზიას, რომელსაც ჰქვია "ფორმულა". დღეს, ყურმოჭრილი მოსამართლეების მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. და რომელმა მოსამართლეებმა გააკეთეს - შალვა თადუმაძემ - ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა და კლანის ორმა წევრმა მოსამართლემ. იმ ბატონმა თადუმაძემ, რომელიც იყო გენერალური პროკურორი. მისი პროკურორობის პერიოდში ეს საქმე იხილებოდა სასამართლოში და მოხდა საოცრება - საქართველოს პირობებში რომ სასამართლო გაგამართლებს, თან ორივე ინსტანციის... ეს იყო 2017 წელი და 2017 წელს ის კაცი თუ მართალი იყო, 2023 წელს როგორ გახდა დამნაშავე? იმიტომ გახდა დამნაშავე, რომ 2017 წელს არ იყო ტელეკომპანია "ფორმულა"... როდესაც თადუმაძის კანდიდატურა იხილებოდა, 100%-ით ვიწინასწარმეტყველე, რას ჩაიდენდა. კაცმა, რომელმაც საკუთარი ჯგუფელები ვერ დაასახელა, ვინაიდან დიპლომიც კი არ ჰქონდა. საერთაშორისო კონკურსიც გამოვაცხადე, თუ ვინმე თადუმაძის ჯგუფელს იპოვით, ხუთვარსკვლავიან სახინკლეში გეპატიჟებით მეთქი. ერთი კაციც ვერ შემოვიტყუე ამ სახინკლეში, არ არსებობდა ასეთი კაცი. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა, ისიც კი არ იცოდა და ამ ადამიანმა. ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი ორი მოსამართლის ხელით შემოაბრუნა საქმე და დღეს, სააპელაციო სასამართლოს ასევე უზნეო ადამიანების ხელით, უნდათ განაჩენი გამოუტანონ ტელევიზიას. სანქციები მოგონილი იქნება... სისხლის სამართლებრივად აგებთ პასუხს, ყველა მოსამართლე", - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 000 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დაეკისრა.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)