03:07 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 09:50:18, 915 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - პირადი სურვილია, რომ მანდატი დავტოვო

ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

როგორც ჩაჩიბაიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტისთვის ხმის არ მიცემის გადაწყვეტილება პარლამენტში დარჩენის "უფლებასა და საშუალებას" არ აძლევს.

"ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მხრიდან იქნა მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით - ხმის არ მიცემას ვგულისხმობ, არ მაძლევს იმის უფლებასა და საშუალებას, რომ დავრჩე პარლამენტში. ესეც არის გარკვეული ჩემი შინაგანი გამოძახილი. მანდატს დავტოვებ და გამოვალ, ალბათ, პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ, მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს", - ამბობს ჩაჩიბაია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics