2023-03-19 18:18:32, 1315 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - თავისუფლებისთვის არავინ ისჯება - თუ ხელისუფლება ნაბიჯს დგამს, ეს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება
![]() პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე "ცალკეულ პიროვნებებზე", მათ შორის განათლების მინისტრის კანდიდატზეც ისაუბრეს. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მთავრობის წევრებმა და კანონმდებლებმა პოლიტიკური პროცესების გარდა, სოციალური საკითხებიც განიხილეს. "ყველაფერზე იყო საუბარი, ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე. მთავრობის წევრებიც იყვნენ, პარლამენტარების დიდი ჯგუფი იყო, მაგრამ პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია - სოციალური საკითხები, "მთის კანონთან" დაკავშირებით ვილაპარაკეთ, ასევე ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, რასაკვირველია, მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი", - განაცხადა ვოლსკიმ. პირველმა ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა ასევე უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ პარტიის რიგების შესაძლო დატოვებაზე და გამოთქვა იმედი, რომ სერგეენკო, რომელიც "ქართული ოცნების" მშენებლობაში მონაწილეობდა, მმართველ გუნდს არ გაემიჯნება. "ადამიანები თავისუფლები არიან და თავისი თავისუფლებისთვის არავინ არ ისჯება განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ის პარტია განაგებდა, რომელიც დღეს განაგებს თქვენს ტელევიზიას. ეს არის რეალობა. მედიასაშუალებები ცდილობენ, ამისგან შექმნან ისეთი ტრაგედია, რომ თითქოს რაღაც რღვევა და ნგრევა მიმდინარეობს ქვეყანაში. ყველა ადამიანი არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუკი, საქართველოს ხელისუფლება რამე ნაბიჯს დგამს, ეს არავის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მით უმეტეს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში ღებულობდა მონაწილეობას, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებაში - იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული", - ამბობს გია ვოლსკი. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს ბორჯომში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
ტატო ხვედელიანი - მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისის გამოყენება არ მოხდეს პარტიული ინტერესებისთვის
შალვა პაპუაშვილი - წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
გიგა ბოკერია - მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ კიევზე რუსეთის მასშტაბურ დარტყმას უპასუხა
![]() ანდრეი სიბიგა - რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|