|
2023-03-17 13:20:51, 953 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის თავმჯდომარედ და ეთიკის და აუდიტის კომიტეტის წევრად აირჩიეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კორეაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილი ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის თავმჯდომარედ და ეთიკის და აუდიტის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან, 2 წლის ვადით, კლიმატის მწვანე ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი წარმოადგენს. „საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის კლიმატის მწვანე ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს და შეამცირებს, ერთი მხრივ, მათ მოწყვლადობას კლიმატის ცვლილების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნების მიერ გაფრქვეულ ემისიებს. ფონდის მმართველი საბჭოს შეხვედრაზე, მონაწილეებმა კლიმატის ცვლილების მიმართულების სხვადასხვა საკითხი განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტყის მდგრადი მართვის და სხვა მიმართულებებით 587 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მთავარი ფინანსური მექანიზმია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტაციის პროექტებს აფინანსებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)