|
2023-03-17 11:19:21, 1020 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს შეხვდა
ქ. დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ყურის ქვეყნები, მათ შორის კატარის სახელმწიფო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც განაპირობებს როგორც წარმოების მასშტაბების, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისადმი ინტერესის ზრდას. ოთარ შამუგიამ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის „იმერეთის აგროზონა“ შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, რომელთა შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი. „კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის და საერთაშორისო აგროგამოფენაზე ქართული სტენდის წარმოდგენის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)