10:03 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 10:55:28, 862 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში, CDC-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში CDC-ის მხარდაჭერით განხორციელებული/მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერისთვის სოფლის მეურნეობის, მათ შორის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ზოონოზური დაავადებების კონტროლის/პრევენციისა  და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. 

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა იმისთვის, რომ  უზრუნველვყოთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია, რაც შესაბამის ტექნიკურ ბაზებს, ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ცოდნას საჭიროებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო CDC-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა ისეთი მიმართულებებით, რაც ვერ იფარება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. საქართველო მსოფლიოს ნაწილია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რაც ქვეყანაში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობა/კონტროლს  და ზოონოზური დაავადებების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რათა CDC-ის მხარდაჭერილი პროექტები მომავალშიც წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში, CDC-ის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტების (ფრინველის გრიპის პროექტი (მიმდინარე), სურსათის მოწამვლების მოკვლევის პროექტი, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროექტი,  ცოფის პროექტი, ყირიმ-კონგოს პროექტი და სხვა განხორციელებული პროექტები) მიმდინარეობა და შედეგები.

CDC-ის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები. აღინიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხრიდან,  ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში,  სხვა უწყებებთან ერთად, თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების და CDC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ოფისის წარმომადგენლები. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics