04:17 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 16:59:55, 1288 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - გასულ წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელმა 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა

გასულ წელს პირველად ქვეყანაში, ერთი წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა გასულ წელს საქართველოში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ტენდენციების შესახებ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საქსტატის მიერ დაზუსტებულ იქნა ინფორმაცია გასული წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით - სამი კვარტლის შედეგების მიხედვით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ 600 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციები იყო განხორციელებული, თუმცა მეოთხე კვარტლის მონაცემებთან ერთად მათმა ოდენობამ გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, მათ შორის მეოთხე კვარტალში ძირითადად  ევროკავშირის ქვეყნები იყო - მათზე მოდის შემოსული ინვესტიციების თითქმის ნახევარი. უფრო კონკრეტულად: 2-ჯერ მეტად (142.5%-ით) არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 859.6 მლნ. აშშ. დოლარს ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43%-ს შეადგენს. თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული დიდი ბრიტანეთიდან (428.3 მლნ. აშშ. დოლარი), ამას მოყვება აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები.

„საინვესტიციო სექტორებიც ძალიან დივერსიფიცირებულია - გარდა იმისა, რომ ჩვენ ტრადიციულად ენერგეტიკაში გასულ წელს საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა და მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც ასევე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით - ეს არის როგორც უძრავი ქონება, მშენებლობა, ისე ტურისტული ინფრასტუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დასაწყობების მიმართულებით იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ინვესტიციების ისე განაწილდა, როგორიც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა იყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (526.4 მლნ. აშშ. დოლარი) მე-2 ადგილზე უძრავი ქონების სექტორია (406.9 მლნ. აშშ. დოლარი). გარდა ამისა, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი