10:04 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 13:03:24, 948 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - მაკრონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ".

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით "ყველა ერთსულოვანია", თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა.

"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი მე არ მომისმენია. ჩამოთვლიან ამ დიაგნოზებს და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის საჭირო შველა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი მე ვერ დავინახე. მთალინობაში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა - წევს ადამიანი, ვერ მოძრაობს, ჭამს მინიმალურს", - ამბობს გიული ალასანია. 

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, 13 მარტს ენმ-ის წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics