10:03 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 11:41:02, 1081 ნახვა

საზოგადოება
კახეთში, მიმდინარე წელს, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია   ჩაუტარდება სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხების წყალგამანაწილებლებს და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. სამუშაოები იგეგმება ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მელიორაციამ, 2012 წლიდან დღემდე, კახეთის რეგიონში, 59,9 მლნ ლარის ღირებულების 96 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. შედეგად, რეგულარულად, 18 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება, ხოლო  წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზეა გაუმჯობესებული", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics