|
2023-03-11 18:24:50, 1122 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ
ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელია "აგენტების შესახებ კანონპროექტს" ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული. „ისტორია ცინიკურად სამართლიანია და ჩვენი ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი მომავალი. „ქართული ოცნება“, კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი კარგი იყო - უბრალოდ ხალხს ვერ აუხსნეს და ახსნას ახლა „დაიწყებენ". ვის უნდა აუხსნას კობახიძემ, რომ კარგი კანონპროექტი იყო? საკუთარ სტუდენტებს, რომელთაც კარგად იცნობს, მუდმივი კონტაქტი აქვს და წლებია „რაღაცას" უხსნის და ასწავლის? საკუთარ სტუდენტებს რომლებთანაც ლექციაზე ვერ მივიდა დღეს იმიტომ, რომ მან აუხსნა როგორც იცოდა ან უნდოდა - მათ კი გაიგეს, როგორც არის! ჩვენ კი ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება! ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული“,- წერს მელია. შეგახსენებთ,რომ გუშინ, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)