|
2023-03-11 12:09:30, 1491 ნახვა
პოლიტიკა
თეთრი სახლი - ზურაბიშვილმა და სალივანმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს
თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და სალივანმა საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს. "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე გამოთქვეს საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას გარე დაფინანსების მისაღებად, რამაც, შესაძლოა, ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა შეაფერხოს. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის გაუქმების შესახებ",- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს საერთო ინტერესებს ქვეყნის ევროინტეგრაციაში. ასევე, მათ განიხილეს, რომ საჭიროა რუსეთმა სრული სიმძაფრით იგრძნოს სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების გავლენა, რათა პუტინმა ომისთვის პასუხი ამ ფორმითაც აგოს. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის საქართველო არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა",- ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გუშინ, 10 მარტს შეხვდა.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)