|
2023-03-10 02:02:30, 2037 ნახვა
ეკონომიკა
გათბობის სისტემები თერმოინდუსტრიაში
ცენტრალური გათბობის სისტემა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც როგორც საცხოვრებელი ფართების, ასევე კომერციული დანიშნულების სივრცეების აუცილებელ აღჭურვილობას წარმოადგენს. კომფორტული ტემპერატურული რეჟიმის გარეშე მცირდება ადამიანის პროდუქტიულობა, იზრდება დისკომფორტი და დაგეგმილი საქმიანობის შესრულებას ცუდი განწყობა უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე გათბობის სისტემის შერჩევა და მონტაჟი დღეს აუცილებლობას წარმოადგენს. რა ტიპის სისტემები შეგვიძლია შევიძინოთ თერმოინდუსტრიაში? თერმოიდუსტრია საქართველოს ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპული ხარისხის, მსოფლიოში აპრობირებული, ბრენდების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. კომპანიის პროდუქციას აქვს ხარისხის სერტიფიკატი, რაც მომხმარებლებში ნდობის ზრდას და გათბობის სისტემების ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადას განაპირობებს. კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მყარ საწვავზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბია, რომლის შერჩევისას ძირითადი ყურადღება ბინის ფართობზე უნდა გაამახვილოთ. სწორედ ამის მიხედვით შეძლებთ განსაზღვროთ აგრეგატის სიმძლავრე, რათა სითბო მთელ სივრცეში თანაბრად გადანაწილდეს. გათბობის სისტემების შერჩევისას ყურადღებით შეარჩიეთ რადიატორი და განსაზღვრეთ ბინის თბოდანაკარგი. თუ დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სტანდარტულ პროდუქტს ეძებთ, ფოლადის მასალის რადიატორი აირჩიეთ, ხოლო თუ სექციურად მარტივად დაყოფა თქვენი პრიორიტეტია, არჩევანი ალუმინის მასალაზე შეაჩერეთ. თუ მომხმარებელს სურს რადიატორი ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით შეიძინოს, თერმოინდუსტიაში თუჯის რადიატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელთა ექსპლოტაციის ვადა სულ მცირე 50 წელია. რაც მთავარია, თუჯის მასალა სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. გათბობის სისტემის მონტაჟისას უნდა გადაწყვიტოთ სად გაიყვანთ მილებს, რადგან თუ საცხოვრებელი ფართი შავ კარკასულ მდგომარეობაშია, მასალების მოთავსება თავისუფლად შეიძლება იატაკში, ხოლო გარემონტებული ბინის შემთხვევაში ერთადერთი ალტერნატივა მათი კედელში გაყვანაა. პირველ შემთხვევაში, მთავარია ყველაზე ხარისხიანი მილები შეიძინოთ, რადგან თუ ამ ეტაპზე ეკონომიას გააკეთებთ, მცირე დაზიანების დროსაც კი იატაკის მექანიკურად აყრა მოგიწევთ. ხარვეზის გამოსწორება კედელში გაკეთებული გაყვანილობის შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია, ამიტომ, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ საშუალო ხარისხის მილები გამოიყენოთ. თერმოინდუსტრიაში ანტიფრიზის შერჩევასაც შეძლებთ. ის გათბობის ქვაბის უჟანგავობას განაპირობებს. ანტიფრიზი არის დეტალი, რომლის გაუთვალისწინებლობა დანახარჯებს ერთიორად გაზრდის, ამიტომ თავიდანვე მიმართეთ ისეთ კომპანიას, რომელიც შეძენიდან მონტაჟის ჩათვლით სრულ სერვისზე იქნება პასუხისმგებელი. მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, თერმოინდუსტრია სანდო, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც თითოეული დამკვეთის მოთხოვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებს და მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, ხელსაყრელი პირობებით, აწვდის.
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)