10:52 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 14:36:52, 1310 ნახვა

საზოგადოება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო ძალის გადამეტებაზე 22 შეტყობინება მივიღეთ

გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სამსახური შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად  ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს",- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics