|
2015-02-08 14:06:24, 654 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი თსუ-ს 97 წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწფო უნივერსიტეტს 97 წლისთავს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი უნივერისტეტს ყველა სასიკეთო წამოწყებაში თანადგომას პირდება. „ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო, უნივერსიტეტის თანამშრომლებო და კურსდამთავრებულებო, გულითადად გილოცავთ უნივერსიტეტის დაარსებიდან 97წლისთავს. ამ დღეს ვულოცავ მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და ჩვენი ქვეყნის სხვა უდიდეს შვილთა მიერ დაარსებული ჩვენი დედა-უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე საგანამანათლებლო დაწესებულება - იგი ჩვენი ისტორიული საგანძური, კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერი ბურჯია. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე - ძლიერ, თანამედროვე, თვითმყოფადი და უნიკალური კულტურით გამორჩეულ საქართველოს მომავალზე რომ ვფიქრობთ, ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს, როგორც ამ მომავლის ერთ-ერთ მთავარ სამჭედლოს. აქ ჩვენი უმთავრესი კაპიტალი - ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭი და უნარები იწრთობა და ვითარდება. ამდენად, უნივერსიტეტზე ზრუნვა - ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვას ნიშნავს და ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. გპირდებით თანადგომას ყველა სასიკეთო წამოწყებაში და წარმატებებს გისურვებთ იმ დიდ, საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ცოდნის დაუფლება და შემოქმედებითი განვითარება ჰქვია“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)