|
2023-03-08 14:12:40, 1030 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა
„ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა!, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. მისი თქმით, მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები. "„აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა! დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში! შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის დარბევასთან დაკავშირებით, არის უკანონო. მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისგებლობას, მათ შორის, „გავრილოვის ღამის“ დამნაშავეები, ვის მიმართაც „ოცნებამ“ ამნისტია გამოცხადა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამგვარი ამნისტიები უკანონოა და მომავალში ვერ დაიცავს დამნაშავეებს! ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)