|
2023-03-07 17:00:22, 1415 ნახვა
პოლიტიკა
Human Rights Watch - საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ორივე კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ის ორი კანონპროექტი, რომელსაც ახლა განიხილავენ,- აღნიშნული შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობოთ, კანონპროექტები შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონსა და სტანდარტებთან, რომლებიც იცავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს. "უცხოური აგენტების კანონი მარგინალიზებას და დისკრედიტაციას მოახდენს დამოუკიდებელი, უცხოური დაფინანსების ჯგუფებსა და მედიაზე, რომელიც საქართველოს ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. კანონპროექტი სერიოზულ შემაძრწუნებელ გავლენას მოახდენს ჯგუფებსა და ინდივიდებზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე. საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ის ორი კანონპროექტი, რომელსაც ახლა განიხილავენ, რომლებზეც ავალდებულებს ინდივიდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში, როგორც "უცხოური გავლენის აგენტები", თუ ისინი თავიანთი შემოსავლების მინიმუმ 20%-ს უცხოეთიდან იღებენ",- ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)