|
2023-03-02 21:15:35, 1443 ნახვა
სამართალი
შსს - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპრტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცავები მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს",- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)