|
2023-03-02 13:01:27, 620 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში - საბინე მახლი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - მარკ კლეიტონი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში - ირენე ფელინი. "ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულებაში და ნაკისრი აქვს ვალდებულებები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის და ქალის როლის გაძლიერებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერის როლი, რომლის შედეგადაც, სამინისტროში თანამშრომელთა გადამზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)