|
2023-02-28 12:45:48, 1436 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე - პროკურატურაში იუსტიციის მინისტრის, პენიტენციურისა და „ვივამედის“ წინააღმდეგ საჩივარს შევიტანთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე პენიტენციური სამსახურისა და კლინიკა "ვივამედის" წინააღმდეგ, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ხაჭაპურიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნითაც მიმართავენ. "დაცვის მხარე ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს, იმედია, გაირკვევა როდის იქნება პროცესი. ეს არის გაჭიანურება, რა თქმა უნდა, მომაკვდავი პატიმრის საქმის. ჯერ, როგორც ჩანს, არ მიუღიათ დირექტივა ზევიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთონ. დღეს, შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს "ვივამედთან" და პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობასა და მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც ამ კლინიკისა და პენიტენციური სამსახურის მიერ იქნა დაშვებული. ასევე, დამატებით შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ, დამამცირებელ განცხადებებს სააკაშვილის მიმართ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)