|
2023-02-25 12:38:40, 1630 ნახვა
ომი უკრაინაში
WSJ: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ უკრაინის ნატოს რესურსებზე წვდომის მიცემას
გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები ნატო-სა და უკრაინას შორის მჭიდრო კავშირს ხედავენ, როგორც კიევის წახალისების საშუალებას, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, მაშინაც კი, თუ უკრაინის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.- ინფორმაციას The Wall Street Journal სამი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. გასულ კვირას, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაქვეყნა შეთანხმების გეგმა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინას გაცილებით მეტ ხელმისაწვდომობას მისცემს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობას, იარაღსა და საბრძოლო მასალას თავდაცვისთვის. ეს გეგმა ივლისში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე იქნება წარმოდგენილი. მას ასევე მხარს უჭერენ გერმანია და საფრანგეთი და სამივე მთავრობა, WSJ-ის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის მთავრობას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების სტიმულის მიცემის გზად მიიჩნევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადეს, რომ მას თებერვლის დასაწყისში პარიზში გამართულ შეხვედრისას უნდა დაეწყო რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვა. ელისეს სასახლეში ვახშმის დროს მაკრონმა უთხრა ზელენსკის, რომ სასიკვდილო მტრებმაც კი, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობა დაამყარეს, WSJ-ის თანამოსაუბრეების თქმით. ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული შეთანხმება არ შეიცავს ვალდებულებებს ნატოს ძალების უკრაინაში განლაგების შესახებ და არ შესთავაზებს კიევს დაცვას კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის შესაბამისად. თუმცა, უკრაინას მიეცემა სამხედრო საშუალებები, რათა შეაჩეროს ნებისმიერი მომავალი რუსული თავდასხმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)