11:57 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 16:52:43, 1571 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს სანქციები 50 წლით დაუწესდებათ - ზელენსკიმ რადას განკარგულება წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის ფინანსურ ინსტიტუტებს სანქციები 50 წლით დაუწესდებათ. 

შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებულია და რუსეთში რეგისტრირებულ/მდებარე ყველა ბანკზე, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებზე, გადახდის სისტემის ოპერატორებზე, პროფესიულ აქციებზე სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების დაწესებას მოიცავს. 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით,  50 წლის ვადით ასევე დასანქცირდებიან ბაზრის მონაწილეები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული/მდებარე სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ახორციელებენ ფინანსურ მომსახურებას.

განკარგულება ითვალისწინებს რუსული ბანკების საკუთრებაში არსებული აქტივებით ტრანზაქციის შეჩერებას, რუსულ ბანკებთან საქმიანი ურთიერთობების (მათ შორის საკორესპონდენტო ურთიერთობების) დამყარების აკრძალვას, რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების აკრძალვას და სხვა ღონისძიებებს.

ამასთან, აკრძალულია რუსეთის ფედერაციის ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების შეძენა, გარდა უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ გასხვისებისა.

ასევე აკრძალულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევასა და თავიდან აცილებამდე ქმედებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა
Flydubai-ს ეკიპაჟის წევრებმა დუბაი-თელ-ავივის რეისზე შელაპარაკების შესახებ განაცხადეს: პილოტები ჩხუბში ჩაერთნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics