|
2023-02-22 13:07:46, 1299 ნახვა
რეგიონი
ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად განახლდება. ახალი ავტობუსები კი, ეტაპობრივად შემოვა. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები, სადაც, ISUZU-ს ქარხანაში, ბათუმისთვის განკუთვნილი 10 მეტრიანი ავტობუსების წარმოების პროცესი დავათვალიერე. უახლოეს პერიოდში, ბათუმში 60 ერთეული ადაპტირებული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი წელს სრულად განახლდება. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების კუთხით, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული ავტობუსი შეემატა. გარდა ამისა, შევიძინეთ 8 ელექტროავტობუსი. შედეგად, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს" - არჩილ ჩიქოვანი. ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა. ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა. ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ჩიქოვანმა ISUZU-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)