|
2023-02-22 12:48:36, 661 ნახვა
საზოგადოება
ენდოკრინოლოგი - ყოველდღე ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ დაგვთანხმდეს იმ კვებაზე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს
პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ყოველდღიურად იმყოფება უარყოფით რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, რაც მას ესაჭიროება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა, სოფო მებუკემ მესამე პრეზიდენტის კვების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც ენდოკრინოლოგმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეში იღებს 300-400 კალორიას, მაშინ როდესაც მინიმუმ 1700 კალორიას უნდა იღებდეს. მისივე თქმით, მადის დაქვეითების ფენომენი განპირობებულია თავისუფლების იძულებით აღკვეთის მომენტით. "პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ყოველდღიურად იმყოფება უარყოფით რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, რაც მას ესაჭიროება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, წონის კლების დინამიკა გვაქვს, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა მის მიერ მიღებული საკვებისა, უნდა იღებდეს მინიმუმ 1700 კალორიას მაინც. არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიებიც, მაგალითად მადის დაქვეითება, თუმცა შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც, როგორც თავადაც აღნიშნავს, განპირობებულია თავისუფლების იძულებით აღკვეთის მომენტით. ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ყოველდღიური დარწმუნების მცდელობა, რომ პაციენტი დაგვთანხმდეს იმ კვებაზე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს",- ამბობს სოფო მებუკე. მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცილოვანი დანამატების მიღება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. თან დაკავშირებით განაცხადა. "ცილოვანი დანამატების მიღებაზე გვითხრა თანხმობა, მიიღო ორი დღე და მეც იმედი გამიჩნდა, რომ რა კარგია, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ უკეთესს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მერე შეწყვიტა",- განაცხადა დავარაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)