|
2023-02-21 17:45:27, 1191 ნახვა
საზოგადოება
უკვე მეთექვსმეტედ - საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს
უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company, Inc, რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის, სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერი საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Transcaucasian Distribution Company უკვე 13 წელია, Shell-ის პროდუქციით, ქართულ ბაზართან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს.
გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „დიდი ხანია Shell პირველობას არავის უთმობს, მაღალ ხარისხსაც ინარჩუნებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციასაც სთავაზობს. წინა წელს ამიერკავკასიის მასშტაბით Shell-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზაციის კუთხით ისტორიულ რეკორდს მივაღწიეთ და სამ მილიონ ლიტრს გადავაჭარბეთ“. Shell-ის შემოსავლები გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში, კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ბრიტანული კომპანია პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს როგორც ინდუსტრიული სექტორისთვის, ისე სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. Shell იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2019 წელს E-fluids-ების (ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სითხეები) პორტფოლიო გამოუშვა. ასევე პირველმა დაიწყო უნიკალური Gas To Liquids (GTL) ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. GTL ტექნოლოგიით ზეთების წარმოების პროცესს Shell PurePlus Technology დაერქვა. გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. GTL ტექნოლოგიის გამოყენებით Shell ბუნებრივ აირს უმაღლესი ხარისხის თხევად საბაზისო ზეთად გარდაქმნის, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ“. გასულ წელს Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს. Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: „Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიც არის. მის საწვავს, Shell V-Power-ს, მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari“. ბრიტანული მწარმოებელი, რომლის საქმიანობაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის წარმოადგენდეს ისეთ ენერგობიზნესს, რომელსაც ნახშირბადის ნულოვანი ემისია ექნება. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში განახლებად რესურსებს იყენებს. ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. TDC-ის დირექტორის თქმით, 2022 წელს Shell-ის ზეთები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკვე დაგეგმილია გავრცელების ქსელის გაფართოებაც და სამომავლოდ TDC ბრიტანული ბრენდის პროდუქციის წარდგენას ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც აპირებს.
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)