|
2023-02-21 13:23:01, 710 ნახვა
საზოგადოება
მერია - ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ნოემბრის ბოლოსთვის დასრულებული იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 24-მეტრიანი, ორი, ორზოლიანი საავტომობილო გზა და იქნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უწევთ თამარაშვილის ქუჩის გამოყენება გადაადგილებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების გადატანა. ამჟამად „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, შემდეგ „თბილისი ენერჯი“ დაიწყებს მუშაობას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით. ამ პროექტს ძალიან მალე დავიწყებთ. რაც შეეხება ხიდს, მისი ყველაზე მაღალი ბურჯი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა. ამ მასშტაბის სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ ჩატარებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. ამჟამად მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ხოლო დანარჩენი კედლების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ბაგების დასახლების მხარეს, გზაგამტარის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. გარდა ამისა, ეწყობა ხიდის ბურჯები და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გადატანის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ასევე ეწყობა უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკის სავენტილაციო შახტი და საქვაბე. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ამ დროისთვის, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)