|
2023-02-20 17:20:38, 671 ნახვა
საზოგადოება
ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია - შამუგია კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე
დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სანამ პროგრამის დეტალებზე გადავალ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ, წლების განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით შესყიდვის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ფერმერებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის 70 მილიონი ლარის თანადაფინანსება განვახორციელეთ პროგრამების სახით, რომლითაც 2600-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა; მათ შორის, 2021-2022 წლებში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გამოიყო 50 მილიონი ლარი. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 1200 ერთეული გამწევი ტექნიკის შეძენა იქნა დაფინანსებული. ამ მიმართულებით, ჩვენ, ყოველწლიურად, ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს თანადაფინანსება. რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადეთ განაცხადების მიღება მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებაზე. ახლა მიმდინარეობს შემოსული განცხადებების განხილვის პროცესი. დაახლოებით 60-მდე ბენეფიციარს დაუფინანსდება მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის კომბაინები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტში გამოყოფილი გვაქვს 10 მლნ ლარი, რომელსაც ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში მივმართავთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ახალი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია, ფერმერებისათვის იქნება დამატებითი შესაძლებლობა, მიიღონ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლითაც შეძლებენ სხვადასხვა აგრო-ტექნიკური სამუშაოების შესრულებას მსოფლიოში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი აგროვადების დაცვით. პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით: კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა იყოს ბარში, არანაკლებ 10 და ისინი ჯამურად უნდა ფლობდნენ არანაკლებ 20 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას. მაღალი მთის შემთხვევაში ეს რიცხვები ნახევრდება - მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 5-ს და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი კი, 10- ჰა-ს. პროგრამის ფარგლებშიო თანადაფინანსება გაიცემა 50 %-ის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხით კოოპერატივს და მათ მეპაიეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, სადაც სუბსიდირების სახით სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)