20:28 - 07 Oct, 2026
|
2023-02-14 16:59:47, 1240 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ციხიდან გაათავისუფლეს
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ციხიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. სასამართლომ ალმაზბეკ ატამბაევს სასჯელი გააუქმა და ახლად აღმოჩენილი ინფორმაციის მოტივით, ხელახლა განსახილველად გაგზავნა. გარდა ამისა, ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს მიენიჭა ნებართვა, დაეტოვებინა ქვეყანა სამკურნალოდ. ალმაზბეკ ატამბაევი პრეზიდენტის თანამდებობას 2011-2017 წლებში იკავებდა. ის 2019 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც თავის მემკვიდრეს, სორონბაი ჟინბეკოვს დაუპირისპირდა. 2020 წელს ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)