|
2023-02-14 15:55:36, 851 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს
ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა. "კარგი და სანუგეშო არაფერი არაა, პირიქით, ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს, არ ვიცი რის ხარჯზე არის კიდევ, არ ვიცი, ძალიან ცუდად არის, ძალიან სუსტად",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ამასთან, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)