22:23 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 12:13:11, 1111 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შერაზ გასრის შეხვდა. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა შერაზ გასრის საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გასული წლიდან წარმატებით ხორციელდება. 
„შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც მოქალაქეების ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად.

ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს კიდევ ერთ რეფორმაზე, რეფერენტულ ფასებზე  მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები  დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
ცნობილი ფსიქოთერაპევტ ანატოლი კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრისკენ გადაასვენეს, მას უკრაინაში დაკრძალავდნ
ზახაროვა პრორუსი პროპაგანდისტების სანქცირებას დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ეს არის საშინელი ფარისევლობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics