20:43 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 23:54:02, 1194 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

კობა ნაყოფია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში თავად განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ იქნება იმ პოლიტიკურ საბჭოში, საიდანაც ენმ-ს დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი პატარაია და სხვები გააგდეს.

"მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს... 

მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ." - განაცხადა კობა ნაყოფიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics