|
2023-02-03 11:44:13, 903 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - როდესაც სააკაშვილს შევთავაზეთ კლინიკაში გადაყვანა, წამოაყენეს პირობები, რომლებიც საერთოდ არ შეეხებოდა მკურნალობას
როდესაც მას შევთავაზეთ კლინიკაში გადაყვანა, წამოაყენეს პირობები, რომლებიც საერთოდ არ შეეხებოდა მკურნალობას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. „სრულ სურათს უნდა შევხედოთ, რადგან, მეტწილად, რასაც ვუყურებთ, მიდის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მსჯელობა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დააბრალო და მერე ამის უარყოფა აღარც გჭირდება. მე ყოველთვის პირადად ვციტირებ ან ექიმის განცხადებას, ან, ვთქვათ, შესაბამისი ექსპერტისას, მოგვყავს მტკიცებულებები, ვუთითებთ წყაროებს და აქ მთავარია, უბრალოდ, ვინმეს რამე დააბრალო. ზოგადად, მთელი სიტუაცია არის არათანმიმდევრული და ბევრი ეპიზოდის გახსენება შემიძლია. როდესაც ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ გადაგიყვანთ კლინიკაში, წამოაყენეს პირობები. ეს პირობები საერთოდ მკურნალობას არ შეეხებოდა. ანუ იყო ერთგვარი ულტიმატუმი, რაზეც ჩვენ შემდგომ შევუთვალეთ, რომ თუკი ულტიმატუმების ენით გააგრძელებდა საუბარს, არ გადავიყვანდით და იმ წამს ეს ულტიმატუმები შეწყდა და გადავიდა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)