16:44 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 09:29:26, 1663 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი კრამატორსკის დაბომბვაზე - აუცილებლად ვიპოვით ყველა დამნაშავეს და დავსჯით, ისინი არ იმსახურებენ მოწყალებას

აუცილებლად ვიპოვით ყველა დამნაშავეს და დავსჯით, ისინი არ იმსახურებენ მოწყალებას,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრამატორსკზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

მისი თქმით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა.

"საცხოვრებელი კორპუსი, სარაკეტო შეტევა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და ნანგრევების ქვეშ არიან.

ეს არ არის ისტორიის გამეორება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური რეალობა. ქვეყანა, რომელიც ტერიტორიულად ესაზღვრება აბსოლუტურ ბოროტებას და რომელმაც უნდა გადალახოს იგი, რათა ნულამდე დაიყვანოს ასეთი ტრაგედიების განმეორების ალბათობა.

ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს, მიმდინარეობს ადამიანების დროებითი განსახლება, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ნანგრევების გაწმენდა.

გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ჩვენ კი აუცილებლად ვიპოვით ყველა დამნაშავეს და დავსჯით. ისინი არ იმსახურებენ მოწყალებას",- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics