|
2023-02-01 15:27:20, 855 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - თუ სურს, მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩვენ თანახმა ვართ
თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს "ამის სურვილი ნაკლებად აქვს". "გუშინ დილიდანვე, როგორც ყოველდღიურად ხდება, კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ. შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ის იმყოფება ახლა. მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები გუშინაც და დღესაც არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ ეს იქნება მოთხოვნა ამ სახის, რომ მკურნალობას ის დათანხმდება თუ ის იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა ამაზე თანახმაა. ამოსავალი ჩვენი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება. რასაც თვითონ აირჩევს, რაზეც თვითონ დაგვთანხმდება, ჩვენ ამ ყველაფერზე თანახმა ვართ... პაციენტი ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც მას ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იღებს იმას, რაც მისთვის აუცილებელია", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 31 იანვარს ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად ამზადებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ არ დაუდასტურა და თქვა, რომ ექსპრეზაიდენტი მკურნალობას პალატაში აგრძელებდა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)