04:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 16:14:06, 1384 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოსა და ავსტრიის მრავალწლიანი პარტნიორობის გაღრმავებისა  და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს ლევან დავითაშვილმა და ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურმა მრჩეველმა გეორგ ადლერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. გეორგ ადლერი საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ლოგისტიკის, კვების მრეწველობისა და სხვა სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს  აღინიშნა  ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი - საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

ლევან დავითაშვილმა გეორგ ადლერს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ავსტრიის მთავრობას და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაში განსაკუთრებული  წვლილი აქვთ შეტანილი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ავსტრიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობაზე, მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე და განიხილეს პოტენციალი, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეების თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის განახლებადი ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ ავსტრიის სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, მათ შორის ბიზნესფორუმებში, რათა ხელი შეუწყოს საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics