|
2023-01-31 14:26:52, 1494 ნახვა
სამართალი
2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3.39%-ით შემცირდა - ალექსანდრე დარახველიძე
გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3.39%-ით შემცირდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის რაოდენობა მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა:
"აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მატება, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება. აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები. ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის:
ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა. პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის. გამოქვეყნების ახალი წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ის საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია უფრო დეტალურად გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ბრძანება შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას",- განაცხადა დარახველიძემ. მონაცემები უკვე გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე: info.police.ge.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)