|
2023-01-30 23:35:07, 1819 ნახვა
კომენტარი
ჯიშკარიანი - ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურო სასამართლო პროცესები და სააკაშვილი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანონ
ასეთი რამე არ მომხდარა, რომ პატიმრის წინააღმდეგ გაელაშქროს იუსტიციის მინისტრს და ექსპერტიზის დასკვნის დასკვნის გასაკეთებლად მიემართოს სამხარაულისთვის, - ამის შესახებ ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი "ემპათია" მუშაობს დასკვნის დასკვნის დასკვნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ცუდია თვითონ პაციენტ სააკაშვილისთვის და ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურონ სასამართლო პროცესები და მესამე პრეზიდენტი მიიყვანონ კრიტიკულ ზღვრამდე. "ასეთი რამე არ მომხდარა, რომ პატიმრის წინააღმდეგ გაელაშქროს იუსტიციის მინისტრს და ექსპერტიზის დასკვნის დასკვნის გასაკეთებლად მიმართოს სამხარაულს. დღეს ადვოკატებმა ცხადად აჩვენეს პროცესზე, რომ ეს იყო დაუშვებელი მტკიცებულება. ყოველგვარი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არის ჩატარებული ექსპერტიზა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას თვითონ, ცენტრი ემპათია მუშაობს ამ დასკვნის დასკვნის დასკვნაზე. ეს ყველაფერი ცუდია თვითონ პაციენტისთვის პირველ რიგში. ეს არის უკვე შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურო სასამართლო პროცესები და მიიყვანონ კრიტიკულ ზღვრამდე. არ ვიცი, რას ელოდებიან უნდა მოკლან მიხეილ სააკაშვილი თუ რა დავალება აქვს მიღებული ამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს? რატი ბრეგაძემ ემპათიის დასკვნას რაც არ უნდა უძახოს, უტყუარი არ არისო, ეს არის ემპათიის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დისკრედიტაციის სურვილი ექსპერტების მიმართ. ემპათიის დასკვნა იმდენად დასაბუთებულია და იმდენად მაღალი სტანდარტისაა, რატი ბრეგაძე კი არა, მთელი სამხარაულის ბიურო ორღობედ რომ არის გადაქცეული, ყველა რომ ჩაებას ამაში, მთელი საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, გვერდს ვერ შემოუვლიან. იქ არც ერთი სიტყვა არც მეტი წერია და არც ნაკლები", - თქვა ჯიშკარიანმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი აღმოაჩნდა. ამის შემდგომ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა, რომ გაეკეთებინა ცენტრი "ემპათიის" დასკვნის დასკვნა. დასკვნის დასკვნის გამოცხადების შემდგომ, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ცენტრი "ემპათიის" მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არ არის სანდო და სარწმუნო.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)