|
2023-01-27 11:34:20, 1864 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა
500 Global აქსელერაციის პროგრამის დემო დღეზე 13 კომპანიის დამფუძნებელი წარსდგა იმ აუდიტორიის წინაშე, რომელიც წამყვანი კორპორაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. დემო დღე იყო 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამის კულმინაცია, რომლის საშუალებითაც სტარტაპებმა მიიღეს ინდივიდუალური მენტორინგი ბიზნეს სტრატეგიის, ფონდების მოზიდვისა და კომპანიის ზრდის მიმართულებით. კომპანიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მესამე ნაკადში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეირჩნენ. ესენი არიან: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft. ამ კომპანიების დამფუძნებლები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა. 500 Georgia- ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა. სტარტაპების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ინფორმაციისთვის,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, „საქართველოს ბანკსა“ და 500 Global-ს შორის (500 Startups Incubator L.L.C) ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. 500 Georgia სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ გადაამზადებს. შერჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ცოდნა კომპანიის ზრდის საფუძვლებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ზრდაზე, იმუშაონ ფონდების მოზიდვის სტრატეგიაზე და მიიღონ საერთაშორისო აქსელერაციის გამოცდილება. 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მე-4 ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე გახსნილია. სტარტაპებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ზრდის დაჩქარება და საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი 3 მარტამდე. დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://500.co/accelerators/500-georgia 500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2700-ზე მეტ კომპანიას. მისი პორთფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია (მათ შორის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). ჩვენი გუნდის 180+ წევრი მუშაობს 27 ქვეყნიდან და აქვთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის ინტენსიური გამოცდილება.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)