|
2023-01-26 11:43:42, 866 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - მისი პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ მკურნალობას პალატაში აგრძელებს
მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რესპირატორული და ყველა სხვა ტიპის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. "პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები არის სტაბილური. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს. აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოვედღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც არის ნორმის ფარგლებში. რისკებზე მე ვსაუბრობ ზოგადად იმიტომ, რომ კოვიდს, ზოგადად, ახასიათებს გართულებები. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, არ არის რამე გართულებაც გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ გართულებასთან გვაქვს ან გვექნება საქმე, არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ. კლინიკური დირექტორის თქმით, მესამე პრეზიდენტი მისთვის საჭირო მედიკამენტებს იღებს და ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნის აუცილებლობა არ დგას. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის პალატაში დამატებითი აპარატურის შეტანას, ჩხაიძე ამბობს, რომ "ადგილზე ყველაფერი არის", თუმცა "პაციენტს არ ესაჭიროება. "სატურაცია არის ნორმის ფარგლებში. მას დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც არ ესაჭიროება, რომელ აპარატზეა საუბარი და რატომ გინდათ, რომ ეს აპარატი იქნას გამოყენებული... რისკები ჩემთვისაც შეიძლება არსებობდეს და მე შეიძლება რაღაც დამემართოს ხუთ წუთში... რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილი, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა...რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა მოკვლევა ყველა იმ პირის, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, ყველას პასუხი კოვიდ-ტესტზე არის უარყოფითი. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR-ტესტი. ჩვენ დღესაც ველოდებოდით, რომ ჩაებარებინათ ანალიზი, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)