|
2023-01-24 11:39:21, 1339 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ USAID-თან და Savvy - სთან თანამშრომლობთ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვორქშოფებს გამართავს
24-25-26 იანვარს, ქ. ბათუმში, „თიბისის“ სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს „თიბისი“ USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy - სთან თანამშრომლობით ახორციელებს. USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს „თიბისისთან“ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიზნით. თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულება, მოიაზრებს აჭარაში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების სერვისების მიწოდებას, USAID - ის პროგრამის BIZLink მეთოდოლოგიით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, და მოიაზრებს ჯგუფურ ვორქშოფებს/ტრენინგებს და ინდივიდუალურ სამუშაო სესიებს ბიზნესებისთვის ფინანსური წიგნიერების, ფინანსური მართვისა და აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესები თავიანთ საწარმოებზე მორგებულ ტექნიკურს დახმარებას მიიღებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფინანსური წიგნიერების გაუმჯობესება, ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკების დანერგვა/გაუმჯობესება და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ფინანსური ანგარიშგებების შემუშავება და გაუმჯობესება. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, სერვისები და სხვ. პროექტი 2 ეტაპისგან შედგება - დიდი ვორქშოფი და ინდივიდუალური კონსულტაციები და 5 კვირიანი პროგრამა 10 შერჩეული კომპანიისთვის. 5 კვირიანი პროგრამის ფარგლებში კომპანიების მხარდაჭერა მოიცავს ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზებული ფორმების და ანალიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას. შედეგად, კომპანიებს შეეძლებათ მარტივი და ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღები ფორმებით მოამზადონ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები, ასევე, გაანალიზონ შედეგები, რაც გაზრდის როგორც დამატებითი სახსრების მოძიების შესაძლებლობას, ასევე კომპანიაში გააძლიერებს ფინანსური შედეგების ანალიზს. ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩატარდება საკონსულტაციო ჯგუფ Savvy - სთან თანამშრომლობითა და ჩართულობით.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)