|
2023-01-19 10:54:40, 1122 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მომდევნო წლების განმავლობაში 5-დან 7 პროცენტამდე თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდას, ეს მისცემს ქვეყანას და მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას
„სავალუტო ფონდს, ჩვენს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას აქვს ძალიან დადებითი პროგნოზი. მომდევნო წლების განმავლობაში 5-დან 7 პროცენტამდე თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდას, ეს მისცემს ქვეყანას და მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დააწვა მოსახლეობას, იყო სწორედ ინფლაცია. მისივე თქმით, 10 000 დოლარიან ნიშნულს გადასცდება საქართველო 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს ეკონომიკური განვითარების კუთხით. „პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი. არსებობს როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ზაფხულში ინფლაცია უკვე სტაბილურდება, ჩამოდის 4 პროცენტზე ქვემოთ და ესეც არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დააწვა მოსახლეობას, იყო სწორედ ინფლაცია, 10 პროცენტი იყო დაახლოებით ინფლაცია გასულ წელს, რაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი. სხვა ქვეყნები რომ ავიღოთ, ერთ-ერთი სომხეთი იყო, სადაც ოდნავ ნაკლები იყო ინფლაციის მაჩვენებელი. ყველა სხვა ქვეყანა რომ ავიღოთ, მოლდოვაში 30 პროცენტზე მეტი იყო, უკრაინაზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი, თურქეთში თუ არ ვცდები 60 პროცენტზე მეტი იყო ინფლაცია და იგივე ხდებოდა მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით. ევროკავშირში მთლიანად იყო საქართველოზე უფრო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. როცა მთელ მსოფლიოში ეს ხდება, ბუნებრივია საქართველოში შეუძლებელია დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. მაგრამ, შარშან იყო ასეთი ვითარება. წელს თანდათანობით ხდება ინფლაციის დასტაბილურება და ზაფხულში უკვე რაციონალურ მაჩვენებლამდე ჩამოვდივართ. ეს არის 4 პროცენტზე ნაკლები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ასევე საგარეო ვალის შემცირების საშუალება და ძალიან დიდია ეს მაჩვენებელი. 60 პროცენტს გადააჭარბა საგარეო ვალმა და 40 პროცენტს ჩამოსცდება უკვე ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით. მთლიანობაში არის ძალიან დადებითი ტრენდი, მთავარია ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეს მაღალი ტემპი შენარჩუნდება. სწორედ სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომლის მიხედვითაც, 2027 წელს საქართველო პირველად გადასცდება 10 0000 დოლარიან ნიშნულს. ეს არის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, დღეისათვის გვაქვს 6 800 დოლარი. იყო 4250 დოლარი 2 წლის წინ და შარშანდელი წელი უკვე დავასრულეთ 6800 დოლარით, რაც არის ძალიან დიდი ზრდა. 10 000 დოლარს გადასცდება 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ჩვენ უკვე ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ეკონომიკური განვითარების კუთხით. მთავარია ეს ტემპი შევინარჩუნოთ, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის სათანადო დონე.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)