04:50 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 15:52:03, 1169 ნახვა

საზოგადოება
“საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მიმდინარე წლის 16 იანვარს, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics