21:06 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 15:24:03, 2349 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების ძალები - ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დავიწყეთ, განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია

უკრაინის უშიშროების ძალების გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, ამჟამად განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია.

„უკრაინის უშიშროების ძალების გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.

ამჟამად განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია, მათ შორის:

  • ფრენის წესების დარღვევა;
  • ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა;
  • მიზანმიმართული ქმედებები მანქანის განადგურების მიზნით.

СБУ-ს თანამშრომლები ახორციელებენ საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების კომპლექსს, რათა დადგინდეს ტრაგედიის ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და დეტალები.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი.

СБУ-ს ხელმძღვანელობა და მთელი პერსონალი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.

ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics