10:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 11:59:46, 1522 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დღეს გამოაცხადოს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, დღეს მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, ასევე შესაძლოა, პუტინმა ნაცისტური ბლოკადის დარღვევის 80 წლისთავზე, უკრაინას ოფიციალურად ომი გამოუცხადოს.

"პუტინმა, შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაციის მეორე ტალღა თავისი არმიის გაფართოების მიზნით უახლოეს დღეებში - შესაძლოა, უკვე 18 იანვარს.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 17 იანვარს განაცხადა, რომ პუტინი სიტყვით გამოვა 18 იანვარს სანქტ-პეტერბურგში ნაცისტური ბლოკადის დარღვევის 80 წლისთავზე. 

მას მოსწონს სიმბოლური თარიღების გამოყენება რუსი ხალხისადმი მიმართვისთვის. გამორიცხული არაა, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოაცხადოს მობილიზაცია ან ომი უკრაინასთან“,- აღნიშნავენ ISW-ში.

ანალიტიკოსების თქმითვე, დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა არაერთხელ გააფრთხილეს უკრაინა, რომ პუტინს იანვრის შუა რიცხვებში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო და ოქტობერში დასრულდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მაშინ თქვა, აღნიშნულის ფარგლებში, 300 000 ადამიანის მობილიზება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics